სანდრა რულოვსი - იმედი მაქვს, რომ ზუგდიდელები მხარს დამიჭერენ - აქედან დავიწყოთ საქართველოს გამარჯვება

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირდა.
მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ ზუგდიდის მერობის რიგგარშე არჩევნებში მოსახლეობა მხარს დაუჭერს.
„იმედი მაქვს, რომ ზუგდიდელები მხარს დამიჭერენ 19 მაისს, შუალედურ არჩევნებში. აქედან დავიწყოთ საქართველოს გამარჯვება“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
№67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მცირე ინციდენტიც მოხდა.
რულოვსის კანდიდატად დარეგისტრირება მოქალაქემ გააპროტესტა, რომელიც მას კომისიის შენობიდან გამოსვლის შემდეგ გარეთ დახვდა. ადგილობრივი მცხოვრების, ნანა კობახიძის თქმით, რულოვსს არ აქვს უფლება ზუგდიდის მერად კენჭი იყაროს, რადგან ის ქვეყნის პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას ლანძღავდა.
ზუგდიდის მერის შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

























