ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც ოჯახის წევრების გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ, აცხადებენ, რომ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პასუხები არ აკმაყოფილებთ

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც ოჯახის წევრების გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ, აცხადებენ, რომ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პასუხები არ აკმაყოფილებთ

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებთან შეხვედრისას აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ მოქალაქეებს განუცხადა, რომ „კონკრეტული შემთხვევების განზოგადება არ შეიძლება.“

რაც შეეხება აქციის მონაწილეების კითხვას, არსებობს თუ არა, სისტემაში პრობლემები, ზაალ მიქელაძემ უპასუხა:“ამისთვის გამოძიება არსებობს“.

შეკრებილების განცხადებით, აჭარაში ექიმების დაუდევრობით მათი ოჯახის წევრების გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით, ისინი ჯანდაცვის მინისტრს ზაალ მიქელაძეს კონკრეტულ ფაქტებს აცნობენ და კითხვებს უსვამენ.

ზაალ მიქელაძის განცხადებით, მას კონკრეტულ შემთხვევებზე ინფორმაცია არ აქვს.

„რეგულირების სააგენტოში შესულ საკითხებს სააგენტო განიხილავს. შესაბამისად, ინფორმაცია მას აქვს“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პასუხები არ აკმაყოფილებთ.

შეგახსენებთ, აქციას ბოლო ორი წლის განმავლობაში იმ გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრები მართავენ, რომლებიც ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ.

აქციის მონაწილეები ცოტა ხნის წინ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან იმყოფებოდნენ.