ბორჯომის მერმა დაბა ახალდაბაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, მოადგილემ ბუბა ბერიძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ყიფიანმა დაბა ახალდაბაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ამჟამად ახალდაბის საჯარო სკოლაში სპორტული დარბაზის, სველი წერტილების გასახდელების და სადგურის უბანში საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში კი დაბაში სასმელი წყლის ახალი ქსელის მოწყობა დაიწყება.
“ხელმძღვანელმა პირებმა დღეს ის ადგილიც მოინახულეს, სადაც მიმდინარე წელს ადგილობრივი დაფინანსებით მინი-სპორტული მოედანი, სკვერი და ტრენაჟორები მოეწყობა. სპორტულ მოედანთან დამხმარე შენობის, კერძოდ: გასახდელების, სველი წერტილებისა და მწვრთნელების ოთახების მშენებლობას ევროკავშირის დაფინანსებული "სოფლის განვითარების პროექტის" ფარგლებში, ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“, „ადგილობრივი განვითარების ჯგუფის“ ჩართულობით (LAG) განახორციელებს”, - აღნიშნულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























