ზუგდიდში, ბაღის მასწავლებელს, რომელსაც ბრალად ბავშვზე ძალადობა ედება, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა

ზუგდიდში, ბაღის მასწავლებელს, რომელსაც ბრალად ბავშვზე ძალადობა ედება, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერის საბავშვო ბაღის მასწავლებელი, რომელსაც ბრალად ხუთი წლის ბავშვზე ფიზიკური ძალადობა ედება, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ხათუნა თოლორაიამ განუცხადა.

„სასამართლოსგან მოგვივიდა განჩინება, რის საფუძველზეც მას შეუჩერდა უფელბამოსილება. გუშინ მოგვივიდა წერილი, სადაც ისინი ჩვენგან რეაგირებას ითხოვენ. დღეიდან არ იმუშავებს ბაღის აღმზრდელად. დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - ამბობს თოლორაია.

ბაღის აღმზრდელს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 5000- ლარიანი გირაო რვა აპრილს შეუფარდა.

მშობელი მასწავლებელს 5 წლის ბავშვზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, აღმზრდელის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის და ბავშვზე ხელით შეხების ფაქტს თვითონ შეესწრო.

შს სამინისტრომ მასწავლებელს ბრალი 126-ე, ძალადობის მუხლით წარუდგინა.