დედოფლისწყაროში 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა სულებს პატივი მიაგეს

დედოფლისწყაროში 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა სულებს პატივი მიაგეს. სამგლოვიარო მსვლელობა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და 9 აპრილის მემორიალთან დასრულდა, სადაც მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა, მეუფე დიმიტრიმ გადაიხადა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ღონისძიებაზე პატრიოტულ თემატიკაზე შექმნილი მხატვრული და მუსიკალური ნომრები შესრულდა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაბრეს მეუფე დიმიტრი კაპანაძემ, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა ირაკლი შიოლაშვილმა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ პაპიაშვილმა.
დღესვე, 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიება დედოფლისწყაროს მუნიციპალურ ბიბლიოთეკაშიც ჩატარდა.

























