გორში მშობლებმა ჩვილი საწოლში გარდაცვლილი ნახეს

გორში მშობლებმა ჩვილი საწოლში გარდაცვლილი ნახეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში, მერებაშვილების ოჯახში ორ თვემდე ასაკის ბავშვი გარდაიცვალა. ჩვილი მშობლებმა საწოლში გარდაცვლილი ნახეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.