რუსთავში დედა და ოთხი ბავშვი, სავარაუდოდ, გაზით მოიწამლნენ

რუსთავში დედა და ოთხი ბავშვი, სავარაუდოდ, გაზით მოიწამლნენ

რუსთავში დედა და ოთხი ბავშვი მოიწამლა. წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი ბუნებრივი აირის ნამწვი გახდა. შემთხვევა რუსთავში, 21-ე მიკრორაიონში ერთ-ერთ კორპუსში მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, საპატრულო პოლიცია და "სოკარ-ჯორჯია გაზის" ავარიული ბრიგადა. ახალგაზრდა ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა, ბავშვების ჰოსპიტალიზება კი ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში მოხდა. საავადმყოფოში გადაყვანისას ხუთივე კონტაქტური იყო.