5 აპრილს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

5 აპრილს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ წყალტუბოს გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას გეგმავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 5 აპრილს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: გუმბრას, ბანოჯას, მაღლაკს, ფარცხანაყანებს, ჩუნეშსა და ხომულს.

შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.