ხელვაჩაურში მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

ხელვაჩაურში, სოფელ ქეთქეთში მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მოსახლეობის განცხადებით, ხელვაჩაურის მერია ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ ხმათა უმრავლესობით თუ გადაწყდებოდა ჰესის მშენებლობის შეჩერება, ხელვაჩაურის მერია მოსახლეობის ინტერესებს გაითვალისწინებდა და ჰესის მშენებლობას შეაჩერებდა.
სოფელ ქეთქეთის მოსახლეობის განცხადებით, ადგილობრივების უმრავლესობა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია, თუმცა ხელვაჩაურის მერიამ პირობა დაარღვია და ერთ-ერთ ბიზნესმენს მშენებლობის ნებართვა მისცა. სოფელ ქეთქეთის მცხოვრებლები ხელვაჩაურის მერიას მოუწოდებენ, პირობა შეასრულოს და ჰესის მშენებლობა შეაჩეროს.
მოსახლეობა დღეს პროტესტის ნიშნად ხელვაჩაურის მერიასთან მსვლელობას აწყობს.

























