იმერეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

იმერეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

იმერეთის რეგიონში, ძლიერი ქარის გამო გუშინ რამდენიმე რაიონი დაზარალდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს, 17 სახლი სახურავის გარეშე დარჩა.

ასევე ძლიერმა ქარმა 15 ხე მოგლიჯა. სტიქიის შედეგად ხარაგაულში, ტყეში, ხის წაქცევის შედეგად ერთი ადამიანიც დაშავდა.

იხილეთ ვიდეო: იმერეთში სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ითვლიან