მწვერვალ შხარასთან ზვავის ჩამოწოლის შედეგად პოლონეთის მოქალაქე გარდაიცვალა

მწვერვალ შხარასთან ზვავის ჩამოწოლის შედეგად  პოლონეთის მოქალაქე  გარდაიცვალა

მწვერვალ შხარასთან ზვავის ჩამოწოლის შედეგად, პოლონეთის მოქალაქე, 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლები.

გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა ვერტმფრენით გადმოასვენეს.