ბაკურიანში სასტუმრო „რეზიდენსში“ ხანძარი ლოკალიზებულია

ბაკურიანში, სასტუმრო "ბაკურიანი რეზიდენსში" ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში აცნობეს.~
მათი ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სასხვენო გადახურვას გაუჩნდა. დამწვარია 150 კვადრატული მეტრის ფართობი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

























