რუსთავში ბუნებრივი აირით ოთხი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი მოიწამლა

რუსთავში ბუნებრივი აირით ოთხი ადამიანი, მათ  შორის მცირეწლოვანი ბავშვი მოიწამლა

რუსთავში, კლდიაშვილის ქუჩაზე ბუნებრივი აირით ოთხი ადამიანი, მათ შორის ორწლინახევრის ბავშვი მოიწამლა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და ,,სოკარ-ჯორჯია გაზის" ავარიული ბრიგადა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მცირეწლოვანი ბავშვი ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა, დანარჩენი სამი პირის ჰოსპიტალიზაცია კი კლინიკა ,,რუსთავში" მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი წყლის გამათბობელი გახდა.