ხელვაჩაურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ხელვაჩაურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში, სავარაუდოდ, სანადირო თოფით 26 წლის მამაკაცი დაჭრეს.

ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მუხლი თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო: "მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა" - ხელვაჩაურში ბიჭი სავარაუდოდ სანადირო თოფით დაჭრეს