საქართველოში გაეროს ელჩმა ლუიზა ვინტორმა ფოთის მერიაში შეხვედრა გამართა

საქართველოში გაეროს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან ნინო ანთაძესა და ლაშა ნაკაშიძესთან ერთად ფოთის მუნიპალიტეტს ეწვია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, შეხვედრას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები კონსტანტინე თოფურია და მამუკა პაპასკირი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ინგა მასხულია დაესწრნენ.
შეხვედრის მიზანს პროექტის „მწვანე ქალაქების“ გამოცდილების გაზიარება, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის პროგრამის გაცნობა, საქალაქო ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების მიმართულებით ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა წარმოადგენდა.

























