ყარაჯალაში, საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ყარაჯალაში, საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. თელავის მერსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გიორგი ბოტკოველმა შოთა ნარეკლიშვილი ტყუილში დადანაშაულა.
ოპოზიციონერი მოსახლეობას მხარდაჭერას უცხადებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, სოფელს საძოვრები უმოკლეს ვადებში დაუბრუნონ.
თელავის მერი კი ადგილობრივებს პრობლემის კანონის ფარგლებში მოგვარებას დაპირდა.
უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

























