სოფელ ყარაჯალაში საპროტესტო აქციის მონაწილებს კახეთის გუბერნატორის მოადგილე შეხვდა

სოფელ ყარაჯალაში საპროტესტო აქციის მონაწილებს კახეთის გუბერნატორის მოადგილე შეხვდა

სოფელ ყარაჯალაში საპროტესტო აქციის მონაწილებს კახეთის გუბერნატორის მოადგილე შეხვდა. ირაკლი შიოშვილი ვითარებას გაეცნო და ადგილობრივებს საკითხით დაინტერესებას დაპირდა.

„ჩვენ შევხვდით მოსახლეობას. მოვისმინეთ მათი სურვილი მიწასთან დაკავშირებით და მივეცით იმის გარანტიები, რაც კანონის ფარგლებში შეგვიძლია. ჩვენ გვინდა, რომ არც ერთი მხარე არ დაზარალდეს. ხალხი შეთანხმდება და მშვიდობიანად გადავწყვეტთ საკითხს“, - განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

ხელისუფლების წარმომადგენლის დაპირების მიუხედავად, ადგილობრივები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და სამომავლოდ აქციების გაგრძელებას გეგმავენ.

ამ დროისთვის აქცია დასრულებულია. თუმცა ადგილზე სამართალდამცველები კვლავ რჩებიან.

აქციის მონაწილეები საძოვრების კერძო პირზე გასხვისებას აპროტესტებდნენ.