მაჭახელას ხეობის მოსახლეობა პრემიერ-მინისტრს მიმართავს

მაჭახელას ხეობაში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობა ხელმოწერებს აგროვებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს სპეციალური განცხადებით მიმართავს.
მაჭახელას ხეობის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ყველა იმ კომპანიასთან უნდა შეწყდეს ხელშეკრულება, რომელიც ხეობაში ჰესების მშენებლობას გეგმავს. მოსახლეობის განცხადებით, ჰესების მშენებლობა გარემოს დააზიანებს და ცხოვრებისთვის საფრთხის შემცველია.
ადგილობრივები ხელმოწერების შეგროვების შემდეგ ბათუმში მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავენ.

























