ბათუმში 27-ე საბავშვო ბაღს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება

ბათუმში 27-ე საბავშვო ბაღს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება

ბათუმში 27-ე საბავშვო ბაღის შენობას საძირკვლის გაძლიერებისა და რეაბილიტაციის სამუშაოები უტარდება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პირველი სართულის იატაკის ფილის დემონტაჟი მიმდინარეობს, რის შემდეგაც გრუნტის გამოცვლისა და საძირკვლის გამაგრების ღონისძიებები დაიწყება.

მისივე ინფორმაციით, გამაგრების სამუშაოების შემდეგ შენობა გადაიტიხრება და სარემონტო სამუშაოები განხორციელდება. გარდა ამისა, დაგეგმილია სახურავის რეაბილიტაცია და ეზოს კეთილმოწყობა. 27-ე საბავშვო ბაღი 210 აღსაზრდელზეა გათვლილი. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 794 ათას 990 ლარს შეადგენს.