ბორჯომის მერია - „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, წელს 912 000 ათასი ლარის ღირებულების 32 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

ბორჯომის მერია - „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, წელს 912 000 ათასი ლარის ღირებულების 32 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში წელს 912 000 ათასი ლარის ღირებულების 32 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია აცნობეს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 456 000 ლარი გამოიყო, ხოლო ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამებს" ღირებულების 100% დაამატა.

მუნიციპალიტეტის 11 ადმინისტრაციული ერთეულის 32 სოფელში, პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები ადგილობრივებმა საერთო კრებებზე ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.

აღნიშნული პროექტების ნუსხა, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ შესათანხმებლად წარმომადგენლობით ორგანოს წარუდგინა, საკრებულოს წევრებმა 22 მარტს სხდომაზე მოიწონეს.

„სკვერების მოწყობა, სასმელი და სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია, საბავშვო ატრაქციონების მოწყობა, კულტურის სახლის სახურავის რეაბილიტაცია, სასაფლაოების შემოღობვა, გარე განათების ლამპიონების მოწყობა ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც 2019 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში განხორციელდება“, – აცხადებენ ბორჯომის საკრებულოში.

მათივე ინფორმაციით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 40 მილიონამდე ლარია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს.