ფოთის აგრარულ ბაზარში ხმაური იყო

ფოთის აგრარულ ბაზარში ხმაური იყო

ფოთის აგრარულ ბაზარში ხმაური იყო. შინაური ფრინველებით მოვაჭრეების პროტესტი ბაზრის ადმინისტრაციის იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, მათ იმ ადგილის დატოვება ევალებათ, სადაც ვაჭრობდნენ.

მოვაჭრეებმა რამდენიმე წუთით საავტომობილო გზაც გადაკეტეს. მათი თქმით, ეს მათთვის თავის რჩენის ერთადერთი საშუალებაა. ისინი ამბობენ, რომ ბაზრის ხელმძღვანელობა ალტერნატიულ ფართს ჯერჯერობით არ სთავაზობთ.

„გვეუბნებიან დატოვეთ ეს ტერიტორიაო, სად წავიდეთ? ფრინველი ღია სივრცეში უნდა იყოს. ჩვენი მოთხოვნაა აღდგომამდე დაგვრთონ აქ ვაჭრობის ნება, შემდეგ დროებით გადავალთ იქ, სადაც გვეტყვიან და შენობის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ისევ უკან დავბრუნდებით. ჩვენმა ბრძოლამ შედეგი უნდა გამოიღოს, არ გავჩერდებით და გავაპროტესტებთ“, - განაცხადა გულნარა შამანაძემ.