„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში თანამდებობიდან დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს, - ეს განცხადება აჭარის უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა გააკეთა.

მისი განმარტებით, უკრანის მთავრობამ მერაბ ხალვაში „შავ სიაში“ შეიყვანა და ეს შემთხვევით არ ხდება.

დეპუტატი ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას ფაქტის შესწავლას და უკრაინის მთავრობასთან დაკავშირებას სთხოვს.

„ასეთი სიები შემთხვევით არ ხდება, მასში უკრაინის სპეცსამსახურები არიან ჩართული. სამწუხაროდ, „შავ სიაში“ საქართველოს ორი მოქალაქე მოხვდა, ესენია რექტორი მერაბ ხალვაში და არქეოლოგი მირანდა თურმანიძე. რექტორმა თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს, იგი ადრეც იყო შემჩნეული პრორუსულ ღონისძიებებში მონაწილეობაში",- განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

რაც შეეხება მერაბ ხალვას, ის აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილება, მისი „შავ სიაში“ შეყვანის თაობაზე.