წალკაში მგელმა სამი ადამიანი დაგლიჯა

წალკაში მგელმა სამი ადამიანი დაგლიჯა

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩვილისუბანში მგელმა სამი ადამიანი, ორი ქალი და ერთი მამაკაცი დაგლიჯა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ წალკის მერის პირველმა მოადგილემ ანზორ ხინიკაძემ განუცხადა, შემთხვევა წუხელ მოხდა.

მგელი თავდაპირველად საკუთარი სახლის აივანზე გასულ ქალს თავს დაესხა, მეზობლები და ოჯახის წევრები ქალის დახმარებას ცდილობდნენ, რა დროსაც ისინიც დაშავდნენ.

„დაშავებულები წალკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება და აცრებიც ჩაუტარდათ“, - განაცხადა ანზორ ხინიკაძემ.