ქუთაისში, ახლად აშენებულ კორპუსებში შესახლებული დევნილები არასათადო პირობებზე საუბრობენ

ქუთაისში, ახლად აშენებულ კორპუსებში შესახლებული დევნილები დახმარებას ითხოვენ და არასათადო პირობებზე საუბრობენ. დევნილების განცხადებით, შენობაში ლიფტი სიცოცხლისთვის საშიშია და ადგილობრივები ვერ სარგებლობენ. მათი თქმით, 14- სართულიან კორპუსში ფეხით უწევთ გადაადგილება. ამასთან, აცხადებენ, რომ შენობაში წყალი ჩადის და დაზიანებულია კედლები.
„ახლად აშენებულ კორპუსში არასათანადო პირობებში ვართ. სხვა პრობლემებთან ერთად გვაქვს ლიფტის პრობლემა. ავარიულია და გვეშინია შესვლა. მხოლოდ ეს არაა პრობლემა, სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული. მშენებელი კომპანიის "დიზაინკომპლექსის" თავმჯდომარეს ზურაბ გუბელაძეს მივმართეთ, მაგრამ უშედეგოდ, არ აინტერესებთ ჩვენი პრობლემა, არც დევნილთა სამინისტო ინტერესდება და ვართ ასეთ გაურკვევლობაში", - განაცხადა ბინათამხანაგობის თავმჯდომარემ ვეფხია მიქაუტაძემ. ადგილობრივების განცხადებით, შენობის სარფადში, სადაც ელექტროსადენები გადის, წყალი დგას და ყოველდღიურად საფრთხის წინაშე არიან.
დევნილებს სოლიდარობა გამოუცხადა პარტიამ „თავისუფალი საქართველო". პარტიის თანათავმჯდომარის, გოგი წულაიას განცხადებით, სამინისტომ დევნილები უხარისხოდ აშენებულ შენობაში შეასახლა. წულაია ბრალს დევნილთა ყოფილ მინისტრს სოზარ სუბარს სდებს და მის პასუხისმგებლობას მოითხოვს.
კორპუსი 2017 წელს აშენდა იქ 110 ოჯახი ცხოვრობს.

























