წყალმომარაგების სისტემაზე ჩასატარებელი სამუშაოების გამო, ბათუმში, რამდენიმე ქუჩაზე წყლის მიწოდება შეწყდება

წყალმომარაგების სისტემაზე ჩასატარებელი სამუშაოების გამო, ბათუმში, 15 მარტის 00:00 საათიდან, 16 მარტის 09:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეწყდება. ინფორმაციას ბათუმის წყალი ავრცელებს.
წყალმომარაგება შეუწყდება ხახუტაიშვილის ქუჩას, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩას - N9-დან, N15-ის ჩათვლით მონაკვეთში, ინასარიძის ქუჩას - N2-დან, N10-ის ჩათვლით მონაკვეთში, ფიროსმანის ქუჩას - N14გ-დან, N22-ის ჩათვლით მონაკვეთში.
„წყალმომარაგების მილზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოების გამო, შესაძლოა დაფიქსირდეს წყლის ამღვრევის ფაქტი. გთხოვთ, ამღვრევის შემთხვევაში, ონკანი გააღეთ წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, სისტემიდან ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით. ამღვრეული წყალი შეიცავს მხოლოდ დროთა განმავლობაში მილზე მიკრულ მინერალებს.
აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე: (0422) 242222, ან 1152“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























