რუსთავის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფებიან

რუსთავის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფებიან

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და თავმჯდომარის მოადგილე დავით რეხვიაშვილი, ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის ქალაქ ლოძსა და პრუშკოვში იმყოფებიან.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, დეცენტრალიზაცია, ევროკავშირში ინტეგრაცია და ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები იყო პირველი ოფიციალური შეხვედრის განხილვის ძირითადი თემები.

ირაკლი ტაბღუასა და ლევან ონიანს, რუსთავის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ქალაქ პრუშკოვის ხელმძღავნელობამ უმასპინძლა. შეხვედრას პრუშკოვის გამგებელი კშიშტოფ რიმუზა, გამგეობის წევრები აგნიეშკა კუჟმინსკა და გჟეგოჟ კამინსკი, პრუშკოვის პოვიატის მდივანი მიხალ ლანდოვსკი, საკრებულოს თავმჯდომარე სტანისლავ დიმურა, ქალაქ პრუშკოვის მერი პაველ მაკუხი, ვიცე მერები კონრად შიპიერა და ბეატა ჩიჟევსკა ესწრებოდნენ. ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ფინანსთა სამინისტროს რეკომენდაციით, რუსთავის ხელმძღვანელობა, შემდგომი გაზიარების მიზნით, ქალაქ ლოძში, შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობასა და გამოცდილებას გაეცნო.

მხარეებს შორის ოფიციალური შეხვედრები, ქალაქ ლოძის მერიაში გაიმართა. ლოძი რუსთავთან დამეგობრებული ერთ-ერთი პირველი ქალაქია. რუსთავისა და ლოძის დამეგობრების მემორანდუმს, ხელი 1995 წელს მოეწერა. ოფიციალურ შეხვედრაზე, ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლაზე ისაუბრეს, რაც მომავალში, ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას გულისხმობს.

ლოძის მერიამ, რუსთავის მერიასთან, ინვესტიციების მოძიებისა და აუდიტის სამსახურის მუშაობის გაძლიერების მიზნით, აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ურთიერთობის ფარგლებში , რუსთავის თვითმმართველობის წარმომადგენლები გადამზადების პროგრამას ლოძში გაივლიან. რუსთავის თვითმმართველობის ოფიციალური დელეგაცია, პოლონეთში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ილია დარჩიაშვილის მიწვევით, 10 მარტს გაემგზავრა.