ფოთში მოვაჭრეები აქციას მართავენ

ფოთში მოვაჭრეები აქციას მართავენ

ფოთში მოვაჭრეები აქციას მართავენ. ისინი ხელისუფლების იმ მოთხოვნას აპროტესტებენ, რომელიც ბაზარში მთავარი გზის გათავისუფლებას ითვალისწინებს.

მათი თქმით, ხელისუფლება მათ ყოველ ჯერზე სხვადასხვა მოთხოვნას უყენებს, რისი დაკმაყოფილებაც მათთვის შეუძლებელია. მოვაჭრეება დღეს პროტესტის ნიშნად, მაღაზიები არ გააღეს. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ დახლები, რომელზეც პროდუქციის რეალიზაციას ახდენენ, ხელს არავის უშლის.

მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით ხორციელდება. მოვაჭრეები სამართლებრივ დავას გეგმავენ და ცენტრალური მაგისტრალის ბლოკირებით იმუქრებიან.