წყალტუბოს სოფელ მუხიანში მოსახლეობა სატვირთო მანქანების გადაადგილებას აპროტესტებს

წყალტუბოს რაიონის სოფელ მუხიანის მოსახლეობა მეორე დღეა საპროტესტო აქციას მართავს. ადგილობრივების თქმით, ავტობანზე მიმდინარე სამუშაოების გამო, რამდენიმე წელია, მათი სოფლის გზა სატვირთო მანქანებს ტრანზიტული გადაადგილებისთვის აქვთ გამოყენებული, რაც დაუშვებელია.
„აქ ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია. ჩვენ არაერთხელ გადავკეტეთ გზა, დაგვპირდნენ პრობლემის მოგვარებას თუმცა შედეგი არ არის“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივმა მცხოვრებმა მალხაზ ჭოლაძემ.
ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის საჭირო სამშენებლო მასალები, კომპანიებს მძიმე ტექნიკით ორი წელია სოფელ მუხიანით გადააქვთ. მოსახლეობა შიშობს, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად ეს პრობლემა კიდევ უფრო დამძიმდება და სოფელში ცხოვრება გაუსაძლისი გახდება.

























