გუდაური-ყანობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გუდაური-ყანობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. აღნიშნულის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

























