აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ლევან მაკალათიამ, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულში დატბორვის საწინააღმდეგო რეაბილიტირებული დამბა და გადასასვლელები დაათვალიერა.
მერი ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე აბაშის ნაპირის გამაგრებით სამუშაოებსაც გაეცნო. ზანათის, სეფიეთისა და ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 520 434 ლარით დაფინანსდა. გასული წლის აგვისტოში, ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა აღნიშნულ სოფლებს.

























