ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ოზურგეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოტოციკლისა და ავტომობილის შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი მ.ნ. კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
როგორც კლინიკა „მედალფას“ დირექტორმა დავით მდინარაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 - ე მუხლით მიმდინარეობს.

























