გონიო-კვარიათის სანაპიროზე უკანონოდ განთავსებული ბუნგალოებისა და კაფე-ბარების დემონტაჟი განხორციელდება

გონიო-კვარიათის სანაპიროზე უკანონოდ განთავსებული ბუნგალოებისა და კაფე-ბარების დემონტაჟი განხორციელდება

გონიო-კვარიათის სანაპიროზე უკანონოდ განთავსებული ბუნგალოებისა და კაფე-ბარების დემონტაჟი განხორციელდება, - ამის შესახებ ბათუმის მერიაში აცხადებენ.

უწყების ინფორმაციით, ბათუმის მერია ბუნგალოებისა და კაფე-ბარების მეპატრონეებს მიცემულ ვადებში რეაგიებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სანაპიროზე უკანონოდ განთავსებულ ბუნგალოებსა და კაფე-ბარებს მერიის შესაბამისი სამსახური გაათავისუფლებს.

„გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლზე უკანონოდ განთავსებული ბუნგალოებისა და კაფე-ბარების მეპატრონეების გაფრთხილება დაიწყო. თვითნებურად ჩადგმული ობიექტების დემონტაჟი 5 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები მოახდენენ მათ დაშლასა და გატანას",- აცხადებენ ბათუმის მერიაში.