სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებს

სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებს

“არა ნაგავსაყრელს”, - ამ მოწოდებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობამ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან მორიგი აქცია გამართა.

ჭოგნარის მაცხოვრებლები მათ მიმდებარედ ნაგავსყრელის მოწყობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ამ ფორმით ცდილობენ ყურადღების მიქცევას. ადგილობრივების თქმით, ბოლო აქციის შემდეგ მთავრობისგან პასუხს ელოდებოდნენ, თუმცა უშედეგოდ.

„დაუსახლებელი ტერიტორია ნახონ და სოფელში რომ არ მოაწყონ ნაგავსაყრელი, არ შეიძლება? მოვითხოვთ, არ დაიწყონ მშენებლობა, რადგან სოფელი განადგურდება. დაუშვებელია იქ ნაგავსაყრელის მოწყობა, დაზარალდებიან ადამიანები და დაბინძურდება ბუნება, „ - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მათ რამდენიმე დღის წინ ნაგავსაყრელისთვის განსაზღვრულ ადგილზე ნერგები დარგეს და ადგილზე რეკრეაციული ზონის მოწყობა მოითხოვეს. მყარი ნარჩენების კომპანიის ინფორმაციით, პროექტი დამტკიცებულია და სამუშაოები მარტიდან დაიწყება.