ბათუმში, თამარ მეფის ქუჩაზე მცხოვრებლები საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ითხოვენ

ბათუმში, თამარ მეფის 52-ში მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც მათ განაცხადეს, 50-მდე ოჯახი ყოფილ რუსულ სამხედრო შენობაში წლებია ცხოვრობენ და ხელისუფლებას საცხოვრებელი ფართების დაკანონებას სთხოვენ.
„აქ იყო რუსული ჯარი განთავსებული. შენობა სრულიად მოუწესრიგებელი დაგვხვდა, საკუთარი ხარჯებით გავარემონტეთ და შევქმენით საცხოვრებელი პირობები. აქ არიან სოციალურად დაუცველები, ეკომიგრანტები და აფხაზეთიდან დევნილები. მოვითხოვთ, ხელისუფლებამ გამოიჩინოს კეთილი ნება და დაგვიკანონოს ფართები, რადგან წასასვლელი არსად გვაქვს",- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

























