"ქართული ოცნების" ბათუმის ოფისში პარტიის წევრები იკრიბებიან

"ქართული ოცნების" ბათუმის ოფისში პარტიის წევრები იკრიბებიან

"ქართული ოცნების" ბათუმის ოფისში პარტიის წევრები იკრიბებიან. როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა არჩილ ხაბაძემ განაცხადა, შეხვედრის ძირითადი საკითხი შუალედური არჩევნები იქნება. არჩილ ხაბაძის თქმით, ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე მისთვის მისაღები კანდიდატია.

შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის დეპუტები დაესწრებიან. ხაბაძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ბათუმში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

"პარტიულ ხელმძღვანელებთან ერთად, ადგილობრივი შტაბების წარმომადგენლებთან ერთად, მომავალი შუალედური არჩევნების შესახებ გეგმა-გრაფიკებზე ვისაუბრებთ და ასევე კანდიდატებზე ვიმსჯელებთ. ჩემი აზრით, ძალიან დიდი სიმპატიები მაქვს მერის მოვალეობის შემსრულებელთან დაკავშირებით. პროცესი ღია იქნება. ჩამოვყალიბდებით და ვადებში ღირსეულ კანდიდატს წარვადგენთ. ირაკლი ღარიბაშვილთან საუბარი ჯერ არ გვქონია. ბატონი ირაკლის ძირითადი ფუნქცია კომუნაციის დამყარება იქნება პარტიულ სტრუქტუტებს შორის ძველებსა და ახლებს შორის. პარტიის განახლება იქნება მთავარი. მე ვერ დავარქმევდი კრიზისს და ეს არის ღია პროცესი. არ ვიცი, თუ გეგმავს ირაკლი ღარიბაშვილი აქ მოსვლას. აქ პარლამენტარებიც და შტაბების წარმომადგენლებიც ვიქნებით",- განაცხადა არჩილ ხაბაძემ.