დედოფლისწყაროს მერმა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედას 8 მარტი მიულოცა

დედოფლისწყაროს მერმა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედას 8 მარტი მიულოცა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, სოფელ ხორნაბუჯში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 8-შვილიან დედას 8 მარტი მიულოცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედოფლისწყაროს მერიიდან აცნობეს, ნიკოლოზ ჯანიაშვილი თანამშრომლებთან ერთად ფილაურების ოჯახს ესტუმრა და 30 წლის მრავალშვილიან თამუნა ჩიტაიას სასაჩუქრე კალათასთან ერთად თაიგული გადასცა.

,,ყველა ქალბატონს ვულოცავ დღევანდელ დღეს. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებას პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში“,- განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.