ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება 08:00 საათიდან 21:00 საათამდეა დასაშვები

ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება 08:00 საათიდან 21:00 საათამდეა დასაშვები. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
„რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და ნამქერები) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია დილის 08:00 საათიდან 21:00 საათამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.

























