საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, ქუთაისში ოპოზიციური პარტიები, უპარტიო სუბიექტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გაერთიანდენ

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, ქუთაისში ოპოზიციური პარტიები, უპარტიო სუბიექტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გაერთიანდენ

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, ქუთაისში ოპოზიციური პარტიები, უპარტიო სუბიექტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გაერთიანდნენ.

პარტიების და არასამთავრობოების წარმომადგენლები კოდექსში ცვლილების დაუყოვნებლივ შეტანას მოითხოვენ, რომლითაც 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით გაიმართება. დღესვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, რომელსაც პარლამენტს გადაუგზავნიან.

„დღეს საქართველოში ერთადერთ საკითხთან არსებობს კონსენსუსი და გარდა „ქართული ოცნებისა" ყველა თანხმდება, რომ არსებული საარჩევნო კოდექსი არის დრომოჭმული და შესაცვლელი, ამიტომ გავერთიანდით და მოვუწოდებთ ყველას შემოგვიერთდნენ. კოდექსში ცვლილება ასევე მნიშვნელივანია ქუთაისისთვის, რადგან პარლამენტის ქუთაისში დაბრუნება გაცილებით რეალური გახდება“, - განაცხადა დამოუკიდებელმა სუბიექტმა გია თევდორაძემ.

გაერთიანების წევრების განცხადებით, კამპანიის ფარგლებში კარდაკარ დაიწყებენ სიარულს, ამასთან, მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ და თხოვენ, თავადაც მივიდნენ ოფისებში და გამოხატონ პოზიცია.