ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაჭრილ ორ პირს, ოპერაცია ჩაუტარდა

ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაჭრილ ორ პირს, ოპერაცია ჩაუტარდა

ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, პაციენტების მნახველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბის დროს ორი ადამიანი ცივი იარაღით დაიჭრა.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაპირისპირებისას სულ 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარება შედარებით მძიმეა. მათ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უკვე ჩაუტარდათ.

ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება დაშავებულ ოთხ პირს, ექიმების ინფორმაციით, მათ ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 239-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.