თბილისის მერია სასწრაფო დახმარების 80 ახალი მანქანის შეძენას გეგმავს, რომელიც არსებულ ძველს ჩაანაცვლებს

თბილისის მერია სასწრაფო დახმარების 80 ახალი მანქანის შეძენას გეგმავს, რომელიც არსებულ ძველს ჩაანაცვლებს

თბილისის მერია სასწრაფო დახმარების 80 ახალი მანქანის შეძენას გეგმავს, რომელიც არსებულ ძველს ჩაანაცვლებს - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საკრებულოს წევრმაგიორგი დოხტურიშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, აღნიშნულისთვის ბიუჯეტიდან 7 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

„ზოგადად ამის საჭიროება იყო. განსაკუთრებით ვირუსების პერიოდში დავინახეთ საჭიროება სასწრაფოს მანქანების დამატების. მათი შეძენის შემდეგ სერვისი, რომელიც თბილისელებს მიეწოდებათ კიდევ უფრო გაუმჯობესდება, შემცირდება მოლოდინის დრო. აღნიშნულისთვის 7 მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება. ტენდერი გამოცხადდება და ავტომანქანები წლის ბოლომდე იქნება შემოყვანილი", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" გიორგი დოხტურიშვილმა.