ბორჯომის მერია - „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში, სოფლის კრებები და კონსულტაციები მუნიციპალიტეტის 29 სოფელში და 3 დაბაში შედგა

ბორჯომის მერია - „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში, სოფლის კრებები და კონსულტაციები მუნიციპალიტეტის 29 სოფელში და 3 დაბაში შედგა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პირველი ეტაპი, რომელიც გულისხმობდა 3700 სოფლის კრების ჩატარებას, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურში მოსახლეობასთან შეხვედრით დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, შეხვედრას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია დაესწრო. ადგილობრივებმა სხვა სოფლების მსგავსად, ის პრიორიტეტი გამოავლინეს, რომელიც მათ სოფელში წელს განხორციელდება. ხმათა უმრავლესობით, ტაბაწყურში მოსახლეობამ სასმელი წყლის რეაბილიტაციის პროექტს დაუჭირეს მხარი.

მათივე ინფორმაციით, სოფლის კრებები სოფლებში-ბალანთაში, მოლითში და ჭიხარულაშიც შედგა.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ბალანთელებმა სასაფლაოს შემოღობვა აირჩიეს, მოლითში სასმელი წყლის, ხოლო ჭიხარულაში კლუბის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მიანიჭეს უპირატესობა.

ცნობისთვის, ბორჯომის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში შეხვედრები 24 იანვარს დაიწყო. სოფლის კრებები და კონსულტაციები მუნიციპალიტეტის 29 სოფელში და 3 დაბაში შედგა.

„მოსახლეობამ მათ დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები ხმის მიცემით, თავად გამოავლინა. სოფლებში პრიორიტეტი წელს სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე სკვერების, სპორტული მოედნების მოწყობა, გარე-განათებისა და კლუბის შენობების სარემონტო სამუშაოები იქნება“, - აცხადებენ მერიაში.

აღსანიშნავია, რომ სოფლის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს დაესწრნენ და მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის ჯამში გამოყოფილია 428 000 ლარი, რასაც ბორჯომის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100% თანადაფინანსებას -