ბათუმში, პუშკინის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალა

ბათუმში, პუშკინის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, პუშკინის ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის გარევაჭრობისგან გათავისუფლება დაიწყო. როგორც უწყებაში აღნიშნეს, ობიექტების მეპატრონეები ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გააფრთხილეს.

„საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვისა და გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევის გამო, ღონისძიებები გასულ კვირას ქუთაისისა და გამსახურდიას ქუჩებზე ჩატარდა. უფრო ადრე სავაჭრო დახლები ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში აიღეს. უკანონოდ მოწყობილი გარევაჭრობისგან ქალაქის ქუჩების გათავისუფლება წერეთლის ქუჩიდან დაიწყო და ეტაპობრივად გრძელდება",- განაცხადეს ბათუმის მერიაში.