ბათუმის რესურსცენტრის დირექტორის განცხადებით, სკოლის დირექციამ მათ მიმართა, რომ სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა გაავრცელა

ბათუმის რესურსცენტრის დირექტორის გოჩა დავითაძის განცხადებით, ბათუმის ერთ-ერთი კერძო სკოლის დირექციისგან რესურსცენტრს მიმართეს, რომ სოციალურ ქსელში, დახურულ ჯგუფში ერთ-ერთმა არასრუწლოვანმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა.
გოჩა დავითაძის ინფორმაციით, სავარაუდო ფაქტი შენობის გარეთ მოხდა და მასალა ერთ-ერთმა ვიდეოში მონაწილემ გაავრცელა.
რაც შეეხება მოსწავლეებს, მოზარდების მშობლებმა ბავშვების სკოლიდან გადაყვანის მიზნით სკოლის ადმინისტრაციას განცხადებით მიმართეს.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ასევე ჩართული არიან სოციალური სააგენტოს თანამშრომლები.
სკოლის ადმინისტრაციამ რესუსრსცენტრის გარდა ფაქტის შესახებ შეატყობინა საქართველოს განათლების სამინისტროც.

























