აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საბჭოთა ოკუპაციის დროს დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  საბჭოთა ოკუპაციის დროს დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საბჭოთა ოკუპაციის დროს დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა იუნკერების თავდადებასა და მათი გმირული ბრძოლის შესახებ.

,,25 თებერვალი არის საბჭოთა ოკუპაციის დღე. დღეს პატივს მივაგებთ იმ გმირებს, რომელიც ემსხვერპლა რეჟიმს. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, ჩვენი პასუხისმგებლობა, რათა ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა იყოს შენარჩუნებული. ოკუპაცია არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამოწვევა, თუმცა ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დილიდან სკვერში აჭარის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. გმირთა მემორიალთან შეკრებილებმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლებს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.