ყვარელში პროექტის „დანერგე მომავალი“ მიმდინარე ეტაპი შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს

ყვარელში პროექტის „დანერგე მომავალი“ მიმდინარე ეტაპი შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ორგანიზებით, კახეთში ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფლის პროექტების მართვის სააგენტოდან აცნობეს, შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, პაატა შეყელაძემ, კახეთის გუბერნიის წარმომადგენლებთან ერთად, პროექტის „დანერგე მომავალი“ მიმდინარე ეტაპი შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიან გამოყენებაზე. აღინიშნა, რომ, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, ეტაპობრივად იზრდება პროდუქციის ექსპორტი.

„აღნიშნულ შეხვედრაზე ის მექანიზმები განიხილეს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, ნიშური ბაზრები დაიკავოს.

ამ დროისათვის პროექტ "დანერგე მომავალის" ფარგლებში გაშენებულია 7,000 ჰექტრამდე მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი და სახელმწიფოს თანადაფინანსების სახით გაცემული აქვს 34 მილიონ ლარზე მეტი. შეხვედრა, რომელსაც ფერმერებთან ერთად სასოფლო-სამეურნეო ასოციაციების, ესწრებოდნენ დისკუსიის ფორმატში გაიმართა.

პროექტი „დანერგე მომავალი“ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ხორციელდება.

„ერთიან აგროპროექტს“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას“, - ნათქვამია სოფლის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.