ანონსი 24 თებერვალი

24 თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო მოქალაქეებს უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებით.
24 თებერვალს, 12:00 საათზე, ტექნოპარკში ბიზნეს ქეისების შეჯიბრი გაიმართება, რომელშიც ხუთი წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ. შეჯიბრის სპეციალური ჟიურის წევრი იქნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი.
მის: ოქროყანა, ინოვაციების ქ N7, ტექნოპარკი.
საკონტაქტო: მარიამ ქობლიანიძე - 599 141470
24 თებერვალს, 12:00 საათზე, ვერის ბაღში, შალვა ერისთავის საფლავთან ელენე ხოშტარიას ორგანიზებით, სტუდენტები იუნკერების ბრძოლაზე და შალვა ერისთავის უცნობი ისტორიების შესახებ ისაუბრებენ საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08;მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08.
24 თებერვალს, 14.00 საათზე, სვანეთში ოქროს საწარმოო წესით მოპოვების აკრძალვის მოთხოვნით,სვანეთის მოსახლეობა აწყობს საგანგებო შეხვედრას.
მის:მერაბ ბერძენიშვილის ქ.N1, კულტურის ცენტრი "მუზა". კუს ტბის ასასვლელი.
24 თებერვალს, 17:00 საათზე, „გამომცემლობა პალიტრა L“–ის ორგანიზებით, „ვარაზის ლუდის ბაღში“ დებიუტანტი ავტორის, ნუგზარ ღვალაძის წიგნის, „მერსისაიდული დღიურის“ წარდგენა გაიმართება.
მის: ვარაზისხევის ქ.#1.
საკონტაქტო: მარიამ აბდუშელიშვილი - 598 78 28 42

























