რეგიონებში ფასდაკლების კვირეული იწყება

რეგიონებში ფასდაკლების კვირეული იწყება

8 მარტიდან, 31 მარტის ჩათვლით, საქართველოს შავიზღვისპირეთში ფასდაკლების კვირეული Discount Week იწყება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ფასდაკლებების კვირეული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, ტურისტული ადგილებისა და ტურისტული პროდუქტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება.

“Discount Week”-ის მიზანია, რეგიონის პოპულარიზაცია და არასეზონურ პერიოდში შიდა ტურიზმის წახალისება. პროექტი მოიცავს სასტუმროს სერვისით ფასდაკლებით სარგებლობას. ფასდაკლების კვირეულში მონაწილეობისთვის, იხილეთ წესები და პირობები: https://drive.google.com/drive/folders/1F1KxiLaOwgDlIQc_e_Cq0SoDfdVKFm0g“, - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.