ბაკურიანში შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობისთვის სამთო საბაზისო კურსი მიმდინარეობს

ბაკურიანში შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობისთვის სამთო საბაზისო კურსი მიმდინარეობს

თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, დაბა ბაკურიანში შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობისთვის სამთო საბაზისო კურსი მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები მსმენელებს სამი კვირის განმავლობაში თხილამურებით ტექნიკურ სრიალს, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვას, თოვლში თავშესაფრის მოწყობას, ზვავის დროს დაშავებულის ძებნა-აღმოჩენას, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევასა და ორგანიზებულ ევაკუაციას შეასწავლიან.

სამინისტროს განცხადებით, მსმენელები კურსის განმავლობაში რთულ კლიმატურ პირობებში, უსწორმასწორო რელიეფზე გადაადგილების უნარ-ჩვევებსაც დახვეწენ. ტესტირების შემდეგ კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.