მარნეულში ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე სატვირთო ავტომობილი დაიწვა

მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე სატვირთო ავტომობილი და მართვის ჯიხური დაიწვა.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იტყობინება, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით კი, ცეცხლი სატვირთო ავტომანქანას გაუჩნდა.
„არსებობდა აფეთქების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად სწრაფად მოხდა ხანძრის ლიკვიდირება.
ადგილზე მობილიზებული იყო 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

























