ხათუნა გაგუა - კომპანიასთან, რომელმაც სამტრედიის საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შეიტანა, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებამ კონტრაქტი გაწყვიტა

ხათუნა გაგუა - კომპანიასთან, რომელმაც სამტრედიის საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შეიტანა, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებამ კონტრაქტი გაწყვიტა

კომპანიასთან, რომელმაც სამტრედიის საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შეიტანა, სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებამ კონტრაქტი გაწყვიტა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორმა, ხათუნა გაგუამ განუცხადა.

ხათუნა გაგუას თქმით, მაშინ აღნიშნული ხორცით 24 საბავშვო ბაღი მომარაგდა.

„ხორცის მომწოდებელ შპს „ელენიკოსთან“ დაუყოვნებლივ შევწყვიტეთ კონტრაქტი. როგორც ჩემთვის ცნობილია, კომპანია 20 ათასი ლარითაც დაჯარიმდა“, – განაცხადა ხათუნა გაგუამ.

იხილეთ ვიდეო: ცხენის ხორცით სამტრედიის 24 საბავშვო ბაღის მომარაგება დადასტურდა: "წონა და მითითებული კილოგრამობა იმდენად შეუსაბამო იყო, რომ გაჩნდა კითხვის ნიშანი"